ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
ბექა ვაჭარაძე - მჯერა, თქვენი მიღწევები კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას შთააგონებს და ახალი გამარჯვებებისკენ უბიძგებს

ავტორი
Frontnews საქართველო
ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე ორგზის მსოფლიო ჩემპიონ ჯაბა თურქიას შეხვდა და მიღწეული წარმატება მიულოცა.
უზბეკეთის დედაქალაქმა ტაშკენტმა სამბოს მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა, სადაც ფოთელმა სპორტსმენმა ჯაბა თურქიამ ოქროს მედალი მოიპოვა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მეორედ დაისაკუთრა.
"დღეს ფოთელ სპორტსმენს, სამბოში ორგზის მსოფლიო ჩემპიონ ჯაბა თურქიას მორიგი მნიშვნელოვანი გამარჯვება მივულოცე.
განსაკუთრებით სასიხარულო იყო, რომ შეხვედრას მისი სპორტული სკოლის ახალგაზრდა მოჭიდავეებიც ესწრებოდნენ, რომელთათვისაც ჯაბას წარმატება შრომისა და მიზანდასახულობის საუკეთესო მაგალითია.
მადლობა ჯაბას ამ დიდი გამარჯვებისთვის, მის მწვრთნელებს კი გაწეული შრომისა და თავდადებისთვის!
საამაყოა, რომ ფოთელი სპორტსმენები საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევენ. მჯერა, მათი მიღწევები კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას შთააგონებს და ახალი გამარჯვებებისკენ უბიძგებს.
ჯაბა, კიდევ ერთხელ გილოცავ. წინ კიდევ ბევრი წარმატება და საამაყო შედეგი გელოდება!“ - განაცხადა ბექა ვაჭარაძემ.
მსოფლიო ჩემპიონსა და მის მწვრთნელს ფოთის მუნიციპალიტეტისგან ფულადი ჯილდო გადაეცემათ.
თაგები:
ბექა ვაჭარაძე




