ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
ბექა ვაჭარაძე - ვამაყობთ ჩვენი ჩემპიონით, ელენე დვალმა ფოთის კრივის ისტორიაში ახალი ფურცელი ჩაწერა

ავტორი
Frontnews საქართველო
ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე ფოთელ სპორტსმენს ელენე დვალს შეხვდა და ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება მიულოცა.
ფოთის მოკრივეთა კლუბ „ლიდერის“ სპორტსმენმა ელენე დვალმა (63 კგ) 15-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში რუსეთის წარმომადგენელი დარია ნიკიტინა დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
„ამ გამარჯვებით ელენემ ფოთის კრივის ისტორიაში ახალი ფურცელი ჩაწერა. ის პირველი ფოთელი გოგონაა, რომელმაც ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
გულითადად ვულოცავ ელენეს ამ ისტორიულ გამარჯვებას! ასევე ვულოცავ კლუბ „ლიდერს“, მის პირად მწვრთნელს, თემურ ოჩიგავას და ყველას, ვინც ამ წარმატებაში საკუთარი წვლილი შეიტანა.
ელენეს ვუსურვებ კიდევ ბევრ გამარჯვებას, ახალ ტიტულებსა და წარმატებულ სპორტულ კარიერას! ვამაყობთ ჩვენი ჩემპიონით!“ - განაცხადა შეხვედრაზე ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.
თაგები:
ბექა ვაჭარაძე




