Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ბორის ჩელე ყურუა - ასეთი მარტივი თუ არის პოლიტიკური ველიდან ჩვენი ჩამოშორება, მაშინ იქნებ არც არის ჩვენი საქმე პოლიტიკა და სხვა რაღაცით უნდა დავკავდეთ

პოლიტიკა
612
Frontnews
ბორის ჩელე ყურუა - ასეთი მარტივი თუ არის პოლიტიკური ველიდან ჩვენი ჩამოშორება, მაშინ იქნებ არც არის ჩვენი საქმე პოლიტიკა და სხვა რაღაცით უნდა დავკავდეთ

ასეთი მარტივი თუ არის პოლიტიკური ველიდან ჩვენი ჩამოშორება, მაშინ იქნებ არც არის ჩვენი საქმე პოლიტიკა და სხვა რაღაცით უნდა დავკავდეთ, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ბორის ჩელე ყურუამ განაცხადა.

მისივე თქმით, არ შეიძლება, რომ ხელისუფლებამ რამდენიმე ბუტაფორიული გადაცემით პოლიტიკური კლასი გააქროს.

"თუ "ქართულ ოცნებას" ხელეწიფება ის, რომ გამართოს დებატები და ადამიანები უბრალოდ გაგვაქროს, მაშინ ჩვენ არაფერი არ უნდა გავაკეთოთ. ასეთი მარტივი თუ არის პოლიტიკური ველიდან ჩვენი ჩამოშორება, მაშინ იქნებ არც არის ჩვენი საქმე პოლიტიკა და სხვა რაღაცით უნდა დავკავდეთ. არ შეიძლება, რომ ხელისუფლებამ რამდენიმე ბუტაფორიული გადაცემით პოლიტიკური კლასი გააქროს.

ახალი ძალების აუცილებლობა, არ ვიცი, მწვავედ თუ დგას, მაგრამ დგას ახალი პოლიტიკური გზის აუცილებლობა, რომელსაც ადამიანები გაჰყვებიან. ახლა არის ვითარება, როდესაც ვხედავთ, როგორ მიდიან ადამიანები პოლიტიკიდან, პოლიტიკოსის ფასი დაეცა", - განაცხადა ბორის ჩელე ყურუამ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები