ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
Carrefour-ში "საქართველოს ბანკის" sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს სხვადასხვა შეთავაზებები დახვდებათ

ავტორი
Frontnews საქართველო
ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, საქართველოს ბანკმა პარტნიორ კომპანიებთან ერთად მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის სხვადასხვა შეთავაზება მოამზადა.
12-13 სექტემბერს, Carrefour-ში sCool Card-ით გადახდისას მომხმარებლები 20%-იან ქეშბექს მიიღებენ. (მაქსიმუმ 30 ლარი)
*შეთავაზებით სარგებლობისთვის აუცილებელია მისი წინასწარ გააქტიურება sCoolApp-ში და საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდა. ქეშბექი მომხმარებლის ანგარიშზე მომენტალურად აისახება.
ამასთან, 27 სექტემბრის ჩათვლით, ყოველ შაბათ-კვირას, Carrefour-ში Student Card-ით გადახდისას მომხმარებლები 5-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებენ.
*შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდა.
ინფორმაციისთვის, შეთავაზებით სარგებლობა Carrefour-ის ყველა ფილიალშია შესაძლებელი.
აღნიშნულ შეთავაზებებთან ერთად, საქართველოს ბანკის სხვადასხვა ბარათის მფლობელებს 200-მდე სხვა შეთავაზებაც ელოდებათ. სრული შეთავაზებების სანახავად ეწვიეთ ბმულს.
(R)
თაგები:
საქართველოს ბანკი




