ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
ჩაქვში მატარებლის დაჯახების შედეგად 35 წლის მამაკაცი დაიღუპა

ავტორი
Front News საქართველო
ჩაქვში მატარებელი 35 წლის მამაკაცს დაეჯახა, ის ადგილზე დაიღუპა.
შემთხვევა 3 აგვისტოს მოხდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება 275-ე მუხლის მეოთხე ნაწილით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.





