Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გეკა გელაძე ალი ნაგიევს შეხვდა

პოლიტიკა
102
Frontnews
ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გეკა გელაძე ალი ნაგიევს შეხვდა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან ალი ნაგიევთან.

პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს საერთაშორისო უსაფრთხოების წინაშე მდგარი თანამედროვე გამოწვევები და მზარდი გლობალური საფრთხეების ფონზე, რეგიონში არსებული ვითარება.

ორი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურების ხელმძღვანელმა პირებმა, ხაზი გაუსვეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და შესაბამის უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა კიდევ ერთხელ გამოხატეს.

გეკა გელაძეს და ალი ნაგიევს შორის შეხვედრა ჩინეთში მიმდინარე გლობალური საზოგადოებრივი უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმის ფარგლებში შედგა, რომელიც ქალაქ ლიანიუნგანგში იმართება. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები