Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ComCom-მა თემაზე "AI და მისი პრაქტიკული გამოყენება" თერჯოლის მერიაში ტრენინგი ჩაატარა

რეგიონები
167
Frontnews
ComCom-მა თემაზე "AI და მისი პრაქტიკული გამოყენება" თერჯოლის მერიაში ტრენინგი ჩაატარა

კომუნიკაციების კომისიამ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, თერჯოლაში  ხელოვნური ინტელექტის წიგნიერების თემაზე ტრენინგი ჩაატარა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

ტრენინგის მიზანი მერიის სხვადასხვა სამსახურების სპეციალისტებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებისა და გამოწვევების გაცნობა, მათი ციფრული უნარების განვითარება და მიღებული ცოდნის პროფესიულ საქმიანობაში გამოყენების ხელშეწყობა იყო.

ტრენინგის ფარგლებში, მონაწილეებს ტექნოლოგიის მუშაობის ძირითადი პრინციპები, მისი შესაძლებლობები და გამოყენებასთან დაკავშირებული რისკები გააცნეს. ყურადღება გამახვილდა ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიან გამოყენებაზე, ინფორმაციის კრიტიკულ შეფასებასა და იმ შესაძლებლობებზე. 

კომუნიკაციების კომისია ტრენინგებს სხვადასხვა სამიზნე ჯგუფისთვის  ახორციელებს, რომლებიც ციფრულ გარემოში ინფორმაციის გააზრებული, უსაფრთხო და პასუხისმგებლიანი გამოყენების უნარების განვითარებას ემსახურება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები