Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

დავით სიხარულიძე – არც მახსენდება ის ფაქტი, როდის იყო ბოლოს, რომ არჩევნებზე გამოძიება მოეთხოვათ

პოლიტიკა
1158
Frontnews
დავით სიხარულიძე – არც მახსენდება ის ფაქტი, როდის იყო ბოლოს, რომ არჩევნებზე გამოძიება მოეთხოვათ

მე არც მახსენდება ის ფაქტი, როდის იყო ბოლოს, რომ არჩევნებზე გამოძიება მოეთხოვათ. აშკარაა ეს გამოწვეულია იმ უმძიმესი სურათით, რაც ამ არჩევნების პერიოდში ხალხმა ნახა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა ელჩმა აშშ-ში დავით სიხარულიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რა თქმა უნდა, გამორიცხული და აბსურდულია, რომ „ქართულმა ოცნებამ“, ამ მიტაცებულმა ხელისუფლებამ ჩაატაროს ეს, რადგან მათ თვითონ გააყალბეს ეს არჩევნები.

“მე არც მახსენდება ის ფაქტი, როდის იყო ბოლოს, რომ არჩევნებზე გამოძიება მოეთხოვათ. აშკარაა ეს გამოწვეულია იმ უმძიმესი სურათით, რაც ამ არჩევნების პერიოდში ხალხმა ნახა. ბუნებრივია, ასევე საუბარია ვინ შეიძლება ეს გააკეთოს. რა თქმა უნდა, გამორიცხული და აბსურდულია, რომ „ქართულმა ოცნებამ“, ამ მიტაცებულმა ხელისუფლებამ ჩაატაროს ეს, რადგან მათ თვითონ გააყალბეს ეს არჩევნები. მიმდინარეობს ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები. ეს არის ძალიან საჩქარო და მნიშვნელოვანი“, – განაცხადა დავით სიხარულიძემ.

საერთაშორისო პარტნიორები და პოლიტიკური პარტიები არჩევნების მიმდინარე პროცესის გამოძიებას ითხოვენ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები