ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
დედოფლისწყაროში მგლებმა 100-ზე მეტი ცხვარი დაგლიჯეს

ავტორი
Front News საქართველო
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, იორის ხეობაში ზამთრის საძოვრებზე მგლებმა 100 სულზე მეტი ცხვარი დაგლიჯეს.
მწყემსების ინფორმაციით, საქონლის ნაწილი დაკარგულია და ამ დრომდე ეძებენ.
მეპატრონის თქმით, სადგომზე მისულებს, 1 000 სული ცხოველიდან ადგილზე არცერთი დახვდათ.
ზარალი ათასობით ლარს აჭარბებს.





