ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
"დელტა" - ცეცხლის კერა გაჩნდა ერთ-ერთ ძველ ნაგებობაში, რომელიც ექსპლუატაციაში არ იმყოფება

ავტორი
Frontnews საქართველო
სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ "დელტას" განცხადებით, "დელტას" ტერიტორიაზე ცეცხლის კერა ლიკვიდირებულია.
"დელტას" ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ ძველ ნაგებობაში, რომელიც ექსპლუატაციაში არ იმყოფება და სადაც მხოლოდ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, ცეცხლის კერა გაჩნდა.
ადგილზე მობილიზებული შესაბამისი სამსახურების სწრაფი ჩარევის შედეგად, ვითარება მოკლე დროში ლოკალიზდა და ამ დროისთვის ცეცხლის კერა სრულად ლიკვიდირებულია. მიმდინარეობს ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენა", - აღნიშნულია "დელტას" განცხადებაში.





