Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

დღეს საქართველოს ევროკომისარი დუნია მიატოვიჩი ეწვევა

პოლიტიკა
1437
Frontnews
დღეს საქართველოს ევროკომისარი დუნია მიატოვიჩი ეწვევა

დღეიდან საქართველოში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის დუნია მიატოვიჩის ოფიციალური ვიზიტი იწყება. 

 

ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისარი შეხვედრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და სამთავრობო უწყებების ხელმძღვანელებთან გამართავს.

 

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ასევე ეწვევა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონს – აფხაზეთს და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნობა. 

 

ვიზიტის ფარგლებში განიხილება შემდეგი საკითხები – დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა, შრომითი უფლებები და კავშირი ადამიანის უფლებებსა და გარემოს დაცვას შორის.

 

ვიზიტი 27 თებერვლის ჩათვლით გასტანს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები