Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონოდ შემოტანის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

სამართალი
645
Frontnews
დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონოდ შემოტანის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.

სამართალდამცველებმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ბრალდებულის ხელბარგის შემოწმებისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 662 აბი ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგაბალინი“ ამოიღეს.

გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის  261-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები