Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

დიდი ოდენობით ყალბი დოლარის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

სამართალი
1499
Frontnews
დიდი ოდენობით ყალბი დოლარის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

 

“გამოძიებით დადგენილ იქნა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქ. თბილისში გაასაღა დიდი ოდენობით ყალბი ვალუტა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია 20 250 აშშ დოლარის ოდენობის 202 ცალი ყალბი 100  დოლარიანი და ერთი ცალი ყალბი 50 დოლარიანი კუპიურა.

 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10-წლამდე ვადით”, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

თაგები:

დაკავება
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები