Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

დიმიტრი სამხარაძე - მუნიციპალიტეტი არ არსებობს, სადაც ერთი ერთში არ მეორდებოდეს "ნაცური“ რეჟიმის შემქმნელების მიერ ჩადენილი დანაშაულები

პოლიტიკა
96
Frontnews
დიმიტრი სამხარაძე - მუნიციპალიტეტი არ არსებობს, სადაც ერთი ერთში არ მეორდებოდეს "ნაცური“ რეჟიმის შემქმნელების მიერ ჩადენილი დანაშაულები

მუნიციპალიტეტი არ არსებობს, სადაც ერთი ერთში არ მეორდებოდეს "ნაცური“ რეჟიმის შემქმნელების მიერ ჩადენილი დანაშაულები, ყველგან ატერორებდნენ მოქალაქეებს, ქმნიდნენ „ახალ ქართველს“, რომელსაც არაფერი ექნებოდა ქართული - ეს კიდევ ცალკე ისტორიაა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ქართული ოცნების" რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე წერს.

მისი განცხადებით, 64-ვე მუნიციპალიტეტში, ,,ნაცმოძრაობის" დროს, მკვლელობები, ქონების ჩამორთმევა, რეკეტი და სხვა სახის დანაშაულები, ერთი მეთოდით არის ჩადენილი.

"ბოლო პოსტში ნაცების რეჟიმის დროინდელი მოკლული მოქალაქეების სია გამოვაქვეყნე. მკვლელობების, რეკეტისა და უსამართლობის გარდა, ამ სიიდან კიდევ ის ჩანს, რომ საქართველოში მუნიციპალიტეტი არ არსებობს, სადაც ერთი ერთში არ მეორდებოდეს ნაცური რეჟიმის შემქმნელების მიერ ჩადენილი დანაშაულები!

64 მუნიციპალიტეტშივე მკვლელობები ერთი და იმავე მეთოდით არის ჩადენილი! ქონების ჩამორთმევა, რეკეტი, შეკერილი საქმეები, 64-შიც იდენტურია! განა რამე სიახლეს ვამბობ, მაგრამ უბრალოდ რომ გადახედო, სად, ვინ ჰყავთ მოკლული ან გაუბედურებული, საქართველოს ყველა რეგიონს მიიღებთ. არც დეტექტივობა და არც კრიმინალისტიკა დაგჭირდებათ! ყველგან ატერორებდნენ საკუთარ სახელმწიფოში მყოფ მოქალაქეებს! ქმნიდნენ „ახალ ქართველს“, რომელსაც არაფერი ექნებოდა ქართული! ეს კიდევ ცალკე ისტორიაა", - წერს სამხარაძე სოციალურ ქსელში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები