Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

დიმიტრი ცქიტიშვილი - იმაზე მეტი უსაფრთხოება, ვიდრე ჩვენი ერთობაა, ქვეყანას არ ექნება

პოლიტიკა
186
Frontnews
დიმიტრი ცქიტიშვილი - იმაზე მეტი უსაფრთხოება, ვიდრე ჩვენი ერთობაა, ქვეყანას არ ექნება

იმაზე მეტი უსაფრთხოება, ვიდრე ჩვენი ერთობაა, ქვეყანას არ ექნება, ვერანაირი თავდაცვის სისტემები, ვერანაირი ალიანსები, დღეს, ამ ვითარებაში საქართველოს უსაფრთხოებას ისე ვერ უზრუნველყოფს, როგორც ჩვენი ერთობა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში შეიქმნა ვითარება, რომელიც დემოკრატიას და კონსტიტუციურ უფლებებს საბოლოოდ ზღუდავს.

"ჩვენ გვაქვს ვითარება, სადაც დემოკრატია, განვითარება და საერთოდ, კონსტიტუციური უფლება - ხმის მიცემის შესაძლებლობა გვეზღუდება.  შეიძლება მათ კონკრეტულად ამ პარტიების არ ეშინიათ, მაგრამ ეშინიათ საზოგადოების აზრის, რადგან ეს აზრი ცალსახად "ოცნების" წინააღმდეგაა, მიუხედავად იმისა, რომ დღეს პარტიებში გარკვეული კრიზისები იყოს, სტრუქტურულად არ იყოს გამართული, მოსახლეობა გაბრაზებული იყოს, მაგრამ კრიტიკულ ვითარებაში, თუ ეს საჭირო გახდა, ადამიანები მივლენ და არჩევანს გააკეთებენ. სწორედ ამ ინსტრუმენტის  გაქრობას უწყობს ხელს ეს გადაწყვეტილება. ამასთანავე, საქართველოს დემოკრატია, საქართველოს მომავალი უნდათ რომ დაასამარონ, თუმცა ეს მათთვის მეორეხარისხოვანია, რადგან ყველაფერი პოლიტიკურ ვითარებაში გადაჰყავთ. იმისთვის, რომ მათ ძალაუფლება შეინარჩუნონ, მზად არიან, ნებისმიერი ფასი გადაახდევინონ საქართველოს სახელმწიფოს.

ამიტომ, ქვეყანას დღეს, როგორც არასდროს, არსებული ვითარებიდან და ძალიან გლობალური, დიდი გამოწვევებიდან გამომდინარე, სჭირდება, როგორც არასდროს, კონსოლიდაცია. იმაზე მეტი უსაფრთხოება, ვიდრე ჩვენი ერთობაა, ქვეყანას არ ექნება, ვერანაირი თავდაცვის სისტემები, ვერანაირი ალიანსები, დღეს, ამ ვითარებაში საქართველოს უსაფრთხოებას ისე ვერ უზრუნველყოფს, როგორც ჩვენი ერთობა, მაგრამ ყველაზე მეტად ამ ერთობას ხელს უშლის "ქართული ოცნების" ჯიუტი პოლიტიკა, მათ უნდათ, რომ თავისი გაიტანონ და მიუხედავად იმისა, რომ ვერ გაიტანა და არ გაუვიდა ამდენი ხნის განმავლობაში, ისინი მაინც ცდილობენ ადამიანების დაშინებას და ამით ჩვენს შეჩერებას, მაგრამ უნდა იცოდნენ, რომ ვერ შეგვაჩერებენ. უნდა გვესმოდეს, რომ ამ ანტიდემოკრატიული ქმედებებით, გარდა იმისა, რომ დემოკრატიას ასამარებენ, ქვეყნის სუვერენიტეტს უქმნიან საფრთხეს იმით, რომ ეს გადაწყვეტილება ლეგიტიმაციას უკლავს ზოგიერთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც სუვერენულმა ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ახლა, ან შემდგომში და რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, რუსეთის ინტერესების ტესტი გაიაროს", - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები