Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

დმიტრო კულება 23 ივლისს ჩინეთს ეწვევა

უკრაინა
1452
Frontnews
დმიტრო კულება 23 ივლისს ჩინეთს ეწვევა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვანგ იის მიწვევით 23 ივლისს ჩინეთს ეწვევა. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ეს მისი პირველი ვიზიტი იქნება პეკინში.

 

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა იქნება „რუსული აგრესიის დასრულების გზების ძიება და ჩინეთის შესაძლო როლი სტაბილური და სამართლიანი მშვიდობის მიღწევაში“.

 

დმიტრო კულებას ჩინეთში ვიზიტი მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკრიტიკა პეკინი მოსკოვის დახმარებისთვის, რომელიც, ზელენსკის თქმით, ცდილობდა გასულ თვეში შვეიცარიაში გამართული სამშვიდობო სამიტის საბოტაჟს.

 

კულებას ვიზიტი ჩინეთში 25 ივლისამდე გაგრძელდება.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები