Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ძლიერმა ქარმა ხაშურსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში პრობლემები შექმნა

რეგიონები
740
Frontnews
ძლიერმა ქარმა ხაშურსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში პრობლემები შექმნა

ძლიერი ქარის შედეგად, ქალაქ ხაშურსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში საცხოვრებელი სახლების სახურავები დაზიანდა, მწყობრიდან გამოვიდა ელექტროგადამცემი ხაზები და რამდენიმე ლოკაციაზე წაიქცა ხეები.

ხაშურის მერიის ცნობით, რთული მეტეოროლოგიური პირობებით გამოწვეული პრობლემების სალიკვიდაციო სამუშაოები მუნიციპალიტეტში მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა.

მოქალაქეთა ოპერატიული დახმარების მიზნით, მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი - 0368 24 15 02.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები