Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ძლიერმა ქარმა დედაქალაქს პრობლემები შეუქმნა

საზოგადოება
1215
Frontnews
ძლიერმა ქარმა დედაქალაქს პრობლემები შეუქმნა

თბილისის მერიის განცხადებით, ძლიერმა ქარმა დედაქალაქს პრობლემები შეუქმნა.

 

“ხეების წაქცევის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა სხვადასხვა ლოკაციაზე, რამაც ელექტროსადენები დააზიანა. ადგილი ჰქონდა კედლის ჩამოშლის ფაქტს მარიჯანის ქუჩაზე.

 

ძლიერმა ქარმა ძირითადად საბურთალოს და ვაკის რაიონები დააზარალა.

 

თბილისის მერიის შესაბამისი უწყებები, გამგეობების წარმომადგენლები იმყოფებიან ყველა პრობლემურ ადგილზე, მიმდინარეობს ხეებისგან გზების გაწმენდა.

 

საჭიროების შემთხვევაში მოქმედებს მერიის ცხელი ხაზი: 2722222″, – აცხადებენ თბილისის მერიაში. 

 

თაგები:

ქარი
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები