Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ეროვნული თავდაცვის აკადემიას თავდაცვის ძალების კაპელანები ეწვივნენ

საზოგადოება
353
Frontnews
ეროვნული თავდაცვის აკადემიას თავდაცვის ძალების კაპელანები ეწვივნენ

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიას თავდაცვის ძალების კაპელანები ეწვივნენ.

ღონისძიების ფარგლებში აკადემიის მეთაური, ბრიგადის გენერალი მამია ბალახაძე თავდაცვის ძალების კაპელანებს შეხვდა.

"შეხვედრის დროს ყურადღება გამახვილდა სამხედრო მოსამსახურის ცხოვრებაში სულიერი და ზნეობრივი ღირებულებების მნიშვნელობაზე, რწმენის როლსა და სამშობლოს მსახურების მაღალ პასუხისმგებლობაზე.

ვიზიტის ფარგლებში აკადემიის წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარში წმინდა გიორგის ხატი მიაბრძანეს, რომელიც სპეციალურად ეროვნული თავდაცვის აკადემიისთვის დაიწერა. აკადემიის ტაძარში ხატის მიბრძანებასთან დაკავშირებით სამშვიდობო პარაკლისი აღევლინა. წმინდა გიორგის ხატი აკადემიის ტაძარში სულიერი სიმტკიცის, ერთგულებისა და სამშობლოს სამსახურის სიმბოლოდ დაიმკვიდრებს ადგილს.

თავდაცვის ძალების კაპელანების სტუმრობა და აკადემიაში წმინდა გიორგის ხატის მობრძანება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სამხედრო განათლების პროცესში სულიერი და ზნეობრივი ღირებულებების მნიშვნელობას, რაც მომავალი ოფიცრების ღირსეულად ჩამოყალიბებისა და სამხედრო ცხოვრების უმნიშვნელოვანესი საფუძველია",- აცხადებენ თავდაცვის აკადემიაში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები