Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ეროვნული თავდაცვის აკადემიის მეთაური პირველკურსელი იუნკერების მშობლებს შეხვდა

სამხედრო
80
Frontnews
ეროვნული თავდაცვის აკადემიის მეთაური პირველკურსელი იუნკერების მშობლებს შეხვდა

ეროვნული თავდაცვის აკადემიის მეთაური, ბრიგადის გენერალი მამია ბალახაძე პირველკურსელი იუნკერების მშობლებს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში აკადემიის მეთაური მშობლებს ესაუბრა და გააცნო აკადემიის მისია, საგანმანათლებლო პროგრამები, სასწავლო პროცესი და იუნკერებისთვის შექმნილი სასწავლო-საყოფაცხოვრებო პირობები. მეთაურმა ასევე ისაუბრა ოფიცრის პროფესიის მნიშვნელობაზე, სამხედრო განათლებისა და მომავალი ოფიცრების აღზრდის პროცესში ოჯახის მხარდაჭერის განსაკუთრებულ როლზე.

შეხვედრა მიზნად ისახავდა მშობლების ინფორმირებულობის გაზრდას აკადემიაში მიმდინარე სასწავლო პროცესისა და იუნკერთა მომზადების პირობების შესახებ, ასევე აკადემიასა და ოჯახებს შორის ეფექტიანი თანამშრომლობის გაძლიერებას.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები