Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ევა გოცირიძე - გირგვლიანის გარდა, წარსულის არცერთი გახმაურებული მკვლელობა და ძალადობის საქმე არ გამოუძიებიათ, ყველა მათგანზე განაჩენი 2012 წლის შემდეგ დადგა

პოლიტიკა
326
Frontnews
ევა გოცირიძე - გირგვლიანის გარდა, წარსულის არცერთი გახმაურებული მკვლელობა და ძალადობის საქმე არ გამოუძიებიათ, ყველა მათგანზე განაჩენი 2012 წლის შემდეგ დადგა

ყველასათვის ცნობილი საქმეები: ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმე, გირგვლიანი, ვაზაგაშვილი, ცინდელიანის და ქარდავას მკვლელობის საქმე, ომის ვეტერანებზე ძალადობის საქმე, 26 მაისის საქმე, ყინწვისის ოპერაციის საქმე, პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის მკვლელობის საქმე, ევგენი და ომეხ აფრასიძეების საქმე, 7 ნოემბრის საქმე, ლაფანყურის ოპერაციის საქმე, ამ საქმეებიდან რომელიც უმეტესი შემთხვევა არის მკვლელობა და თითქმის ყველა, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, დამთავრდა ადამიანის სიკვდილით, - განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ ევა გოცირიძემ.

გოცირიძის თქმით, ამ მძიმე საქმეებიდან, გირგვლიანის მკვლელობის გარდა, არცერთის გამოძიება „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს არ მომხდარა და განაჩენები მხოლოდ 2012 წლის შემდეგ დადგა.  ამასთან, როგორც მოსამართლემ აღნიშნა, დანაშაულებში მხილებული და სერიოზული წვლილის მქონე პირები , ახალაია, კოდუა, ქაჯაია, მიქაძე, ფირცხალავა, მეგის ქარდავა და სხვები, პრეზიდენტის მიერ იყვნენ დაჯილდოებულები.

"ეს ყველასათვის ცნობილი საქმეები და რომელიც მათ შორის კომისიის დასკვნაშიც არის მითითებული, ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმე, გირგვლიანი, ვაზაგაშვილი, ხუბულოვი, ვაზაგაშვილის აფეთქების საქმე, ცინდელიანისა და ქარდავას მკვლელობის საქმე, ვალერი გელაშვილზე ძალადობის საქმე, მალხაზ აზარაშვილსა და ზაზა მესხზე ძალადობის საქმე, ვამეხ აბულაშვილსა და კახაბერ დაბრუნდაშვილზე ძალადობის საქმე, კობა დავითაშვილზე ძალადობის საქმე, 15 ივნისის საქმე, ომის ვეტერანებზე ძალადობის საქმე, 26 მაისის საქმე, ყინწვისის ოპერაციის საქმე, პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის მკვლელობის საქმე, ევგენი და ომეხ აფრასიძეების საქმე, 7 ნოემბრის საქმე, ლაფანყურის ოპერაციის საქმე, ამ საქმეებიდან რომელიც უმეტესი შემთხვევა არის მკვლელობა და ყველა არის ძალადობა ხომ, რომელიც თითქმის ყველა, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, დამთავრდა ადამიანის სიკვდილით აერთიანებთ რამდენიმე მახასიათებელი. პირველი, ისინი ჩადენილია სახელმწიფოს აგენტის, სახელმწიფოს წარმომადგენლის მიერ, მეორე ის, რომ  არცერთი საქმის გამოძიება და მსჯავრდება დამნაშავის გარდა გირგვლიანის მკვლელობისა არ მოხდა თქვენი მმართველობის დროს და ყველა საქმეზე განაჩენი დადგა 2012 წლის შემდეგ როცა დაიწყო გამოძიებები და ასე შემდეგ, და კიდევ მესამე გარემოება, რომელსაც ყოველივე ამას თან ახლავს ის რომ აი ამ მკვლელობებში ვიცი რომ შემდეგი იქნა ასე ვთქვათ მსჯავრდებული და მისი სერიოზული წვლილი დადგინდა ახალაია, კოდუა, ქაჯაია, მიქაძე, ფირცხალავა, მეგის ქარდავა და ასე შემდეგ ისინი იქნენ დაჯილდოებული პრეზიდენტის მიერ“, - განაცხადა გოცირიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები