ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
"ევროკონტროლი" - 26 ივლისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 196 აფრენა-დაფრენა განხორციელდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია

ავტორი
Front News საქართველო
საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპული ორგანიზაციის „ევროკონტროლის“ ფრენების მონიტორინგის და ანალიზის ფარგლებში, 26 ივლისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 196 აფრენა-დაფრენა განხორციელდა, რაც მორიგი რეკორდული მაჩვენებელია. წინა რეკორდი 2025 წლის 30 აგვისტოს დაფიქსირდა, როდესაც 185 აფრენა - დაფრენა განხორციელდა.
ევროკონტროლმა როგორც საქართველოს, ისე ზოგადად ევროპის სანავიგაციო სივრცეში შემავალი სახელმწიფოების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
საავიაციო ანალიტიკური სამსახურის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები ევროპაში ფრენების რაოდენობრივ და ხარისხობრივ მახასიათებლებს შეეხებოდა.





