Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს თავისუფლების 12 წლით აღკვეთა მიესაჯა

სამართალი
195
Frontnews
განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს თავისუფლების 12 წლით აღკვეთა მიესაჯა

პროკურატურის ინფორმაციით, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

"სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2026 წლის 3 აპრილს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბრალდებულმა დანით ჭრილობები მიაყენა დაზარალებულს, რის შედეგად იგი ადგილზე გარდაიცვალა.

ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 12 წლით აღკვეთა განუსაზღვრა", - აცხადებენ პროკურატურაში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები