Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

გარემოს დაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია იმართება

საზოგადოება
1024
Frontnews
გარემოს დაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია იმართება

გარემოს დაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია იმართება.

 

ვარლამ გოლეთიანი და აქციის სხვა მონაწილეები, რომლებიც რაჭიდან ჩამოვიდნენ, აცხადებენ, რომ მათი მთავარი მოთხოვნაა იმის გაგება, რა გეგმები აქვს ხელისუფლებას რაჭის ტყეებთან დაკავშირებით.

 

მათივე თქმით, მთავარი გზავნილი ის არის, რომ საქართველოს მიწა-წყალი მოსახლეობის თანხმობის გარეშე არ უნდა გაიყიდოს.

 

აქციის მონაწილეები სამინისტროს შიდა ტერიტორიაზე შესვლას და იქ კარვების გაშლას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც  სამართალდამცველებმა მათ არ მისცეს.

 

შემდეგ აქციის მონაწილეებმა სამინისტროსთან კარვების გაშლა სცადეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები