Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს

საზოგადოება
43
Frontnews
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 23 ივლისის საღამოს საათებიდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონების ტერიტორიაზე ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

"მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები