Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

გეკა გელაძე ლევან იოსელიანს შეხვდა

პოლიტიკა
408
Frontnews
გეკა გელაძე ლევან იოსელიანს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ სახალხო დამცველთან ლევან იოსელიანთან შეხვედრა გამართა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების საკითხები; საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებულ ვითარებას.

გეკა გელაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით, მნიშვნელოვანია ორ ინსტიტუციას შორის თანამშრომლობის გაღრმავება. მისი თქმით, ადამიანის უფლებებისა და მათი უსაფრთხოების დაცვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს.

თავის მხრივ, შეხვედრაზე ლევან იოსელიანმა სახალხო დამცველის ინსტიტუტის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება და პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების მზაობა გამოთქვა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები