ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
გია ჭანტურია - როცა რაღაც არის შესაცვლელი, აუცილებლად საჭიროა ლიდერი, პოლიტიკაში ლიდერი არის განუყოფელი ნაწილი

ავტორი
Frontnews საქართველო
ხალხი, რომელიც დღეს მინსკში არიან ჩასულები და რუსეთთან მოლაპარაკებებს და ჯარის შემოყვანას ითხოვენ, ისინი 2012 წელს იძახდნენ, რომ 2008-ში მიშა "კაგებეშნიკმა" ახალგორი მისცა რუსებს - ამას იძახის ხალხი, რომლებიც ფიფიასთან და ფარცხალაძესთან რუსეთში დადიან და საქართველოში ნეიტრალიტეტს და ლამის რუსეთთან გაერთიანებას ითხოვენ, - ამის შესახებ რეჟისორმა გია ჭანტურიამ განაცხადა.
მისი თქმით, ახლა განწყობები ისეა შექმნილი ქვეყანაში და მათ შორის ოპოზიციურად განწყობილ ხალხშიც, რომ ლიდერის ყოლის შიში აქვთ, რაც მისივე თქმით, ხელს უშლის სწორ პოზიციონირებას.
"ხალხი, რომელიც დღეს მინსკში არიან ჩასულები და რუსეთთან მოლაპარაკებებს და ჯარის შემოყვანას ითხოვენ, ისინი 2012 წელს იძახდნენ, რომ 2008-ში მიშა "კაგებეშნიკმა" ახალგორი მისცა რუსებს - ამას იძახის ხალხი, რომლებიც ფიფიასთან და ფარცხალაძესთან რუსეთში დადიან და საქართველოში ნეიტრალიტეტს და ლამის რუსეთთან გაერთიანებას ითხოვენ. ამ არანორმალურ კამპანიაში, პროპაგანდაში ადამიანებს უჭირთ ორიენტაცია. ქმნიან განწყობას ძალიან უცნაურად და 30 ჭორიდან ერთიც რომ მართალი იყოს, შენ ეს განწყობა უკვე გეუფლება.
პირველი ხელისუფლება, რომელიც არჩევნებით მოვიდა და 87% აიღო ზვიად გამსახურდიამ, რვა თვეში ჩამოაგდეს, რუსეთის წინააღმდეგ შემოსულმა მეორე რევოლუციამ 9 წელი გაძლო და მე დარწმუნებული ვარ, რომ ახლა მესამე ისეთი მოვა, ვინც დიდხანს გაძლებს.
2003 წელს ზვიადის სახელს ვერ ახსენებდი იმიტომ, რომ საქმეები იყო აღძრული და "ვარდების რევოლუციის" მერე დაიხურა ეს საქმეები, გაქრა და განულდა, მაშინ მოსულმა ხელისუფლებამ თქვა - დავივიწყოთ წარსული. ნორმალურ ქვეყანაში ეს სწორი უნდა ყოფილიყო.
როცა რაღაც ცვლილებაა საჭირო, ლიდერია საჭირო. მე მახსოვს აქციაზე რომელიღაც "ინფლუენსერი" ამბობდა, რომ არავინ არ გვინდა, ჩვენ ვიზამთ ყველაფერსო. პიარულად შემოაგდეს ეს ლიდერების მოშორება ამ ხელისუფლებამ და ამ დროს მოიყვანეს ადამიანი, რომელსაც ილია ჭავჭავაძეს ადარებენ "ქოცები" და ვის აღარ კიდევ. ამ ადამიანებს მინდა ვუთხრა, ვინც ამბობს, რომ არ უნდა ლიდერი - უკაცრავად, მაგრამ ამერიკაში ერთი კაცის გარშემო არ ერთიანდება არჩევნები? თუნდაც ევროპულ ქვეყნებში? პოლიტიკაში ლიდერი არის განუყოფელი ნაწილი. როცა რაღაც არის შესაცვლელი, აუცილებლად საჭიროა ლიდერი. პროპაგანდა როცა "იქოქება" ისიც მიკვირს, ხალხი მაინც სწორ პოზიციაზე რომაა, უბრალოდ იმის შიში აქვთ, რაც ამათ დანერგეს. მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ ვერ მეტყვით ვერცერთ რაიმე დიდ მიტინგს, დიდ პროტესტს, რომელსაც რაიმე შედეგი შეიძლება არ ჰქონოდა მიშას დროს, იგნორს ვერ იტყვი მიშაზე და ესენი რას შვრებიან? - არ არის ეს ასეო იტყვიან და დაიჭერენ მათ, ვინც რაღაცას აპროტესტებს.
მოდი, პირდაპირ ვთქვათ, ჩვენი დიდი შეცდომა იყო 2013 წლიდან მედიაპოლიტიკა, რომელიც გვქონდა სწორ მხარეს მდგომ ადამიანებს. მუდმივად იყო ბოდიშების ხდის არანორმალური კამპანია. მე სულ ვიძახდი, რომ ერთიანი საინფორმაციო პოლიტიკა უნდა გვქონოდა, მაგრამ ასე არ მოხდა, გაიხედავდი და მეორე მხრიდან ვიღაც რაღაცას გაგიხსენებდა. არ შედგა ის ერთობა, რაც საჭირო იყო, სამწუხაროდ, ჩვენ მხარეს მდგომი მედიასაშუალებები იმის საშუალებას არ იძლეოდნენ, რომ მითები არ გაქარწყლებულიყო, ეს სამწუხაროა" , - განაცხადა გია ჭანტურიამ.
თაგები:
გია ჭანტურია




