Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

გია ვოლსკი – ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით ბევრ სხვა ქვეყანასთან ერთად, უნგრეთი საკმაოდ მძლავრად გვიჭერს მხარს

პოლიტიკა
452
Frontnews
გია ვოლსკი – ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით ბევრ სხვა ქვეყანასთან ერთად, უნგრეთი საკმაოდ მძლავრად გვიჭერს მხარს

ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით უნგრეთის პოზიცია ცნობილია. ბევრ სხვა ქვეყანასთან ერთად, უნგრეთი საკმაოდ მძლავრად გვიჭერს მხარს –  ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

 

ვოლსკის თქმით, ბუდაპეშტში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე, გარდა ევროინტეგრაციისა, საუბარი შეეხო სხვადასხვა საკითხებსაც.

 

“ჩვენი შეხვედრებისას მოლაპარაკებები, აზრთა გაზიარება არ ეხებოდა მხოლოდ ევროპული ურთიერთობების თემას, სადაც უნგრეთი არის უპირობო, მყარი მხარდამჭერი.  საკმაოდ ახლო მდგომი პოზიციები დავაფიქსირეთ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე, დამოკიდებულებებზე, მთელი რიგი პრინციპული საკითხების მიმართ. 

 

ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით უნგრეთის პოზიცია ცნობილია. ბევრ სხვა ქვეყანასთან ერთად, უნგრეთი საკმაოდ მძლავრად გვიჭერს მხარს. საერთო მხარდაჭერა კარგად გამოჩნდა პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის, ქართული დელეგაციების ვიზიტისას”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

თაგები:

გია ვოლსკი
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები