ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
გიგა ლემონჯავა - პროდასავლური პოლიტიკური კლასის პასუხისმგებლობა ამ ეტაპზე არის ფართომასშტაბიანი მწვავე ქუჩის პროტესტი

ავტორი
Frontnews საქართველო
როდესაც რეჟიმს ეშინია და სისუსტეს აჩვენებს, შენი პასუხისმგებლობაა, რომ მაქსიმალურად მიაჭირო რეჟიმს წიხლი. ყველაზე უფრო უპრიანი გზა ამისა არის, ბევრი ხალხი ქუჩაში და მე ვფიქრობ, რომ პროდასავლური პოლიტიკური კლასის პასუხისმგებლობა ამ ეტაპზე არის ფართომასშტაბიანი მწვავე ქუჩის პროტესტი, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ლემონჯავამ განაცხადა.
მისივე თქმით, ამისთვის არა მხოლოდ იდეები არსებობს ფართომასშტაბიანი პროტესტის ორგანიზებასთან დაკავშირებით, არამედ არსებობს ძალიან კონკრეტული გეგმები.
"რა ვერსიები შეიძლება არსებობდეს, რატომ ვერ გარისკეს პარტიების აკრძალვა? იმიტომ, რომ ეშინიათ, პირველ რიგში, ეშინიათ იმის, რომ აკრძალული პარტიების მიმართ გაიზრდება სოლიდარობა და მხარდაჭერა ქვეყნის შიგნით და მეორე - ეშინიათ საერთაშორისო სანქციების იმიტომ, რომ პარტიების აკრძალვა არის ავტორიტარიზმი ოღონდ ერთი რიგით კიდევ მაღლა, პოლიტიკური პროცესის დოკუმენტურად გაფორმებაა და მათ ზუსტად იციან, რა მოჰყვება ამ ყველაფერს - მოჰყვება გაცილებით უფრო მწვავე სანქციები პირადად ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის და მთელი ამ ბანდის წინააღმდეგ. რატომაც ვერ ბედავენ ამ ნაბიჯის გადადგმას არის ის, რომ ეშინიათ. ჩვენი პასუხისმგებლობა კი ამ პროცესში არის ის, რომ როდესაც რეჟიმს ეშინია და სისუსტეს აჩვენებს, შენი პასუხისმგებლობაა, რომ მაქსიმალურად მიაჭირო რეჟიმს წიხლი. ყველაზე უფრო უპრიანი გზა ამისა არის, ბევრი ხალხი ქუჩაში და მე ვფიქრობ, რომ პროდასავლური პოლიტიკური კლასის პასუხისმგებლობა ამ ეტაპზე არის ფართომასშტაბიანი მწვავე ქუჩის პროტესტი. არა მხოლოდ იდეები არსებობს ფართომასშტაბიანი პროტესტის ორგანიზებასთან დაკავშირებით, არამედ არსებობს ძალიან კონკრეტული გეგმები და ძალიან კონკრეტული ნაბიჯები. 27 სექტემბერს არის დაანონსებული დიდი მარში სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ეს არ იქნება ერთადერთი საპროტესტო აქტივობა, მასშტაბი გაიზრდება, იქნება ტალღებად პროტესტი. ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ რაც შეიძლება ბევრი ხალხი გამოვიყვანოთ ქუჩაში და დავანახოთ მათ, რომ რეჟიმს ისე არ გასჭირვებია არასდროს, როგორც ახლა", - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.
თაგები:
გიგა ლემონჯავა




