Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

გიგი წერეთელი - ჩვენ ყველა და თქვენ, ვისაც სულისკვეთება გაქვთ, არ დაუშვებთ არასდროს, რომ საქართველომ მისი საუკეთესო მომავალი დაკარგოს

პოლიტიკა
146
Frontnews
გიგი წერეთელი - ჩვენ ყველა და თქვენ, ვისაც სულისკვეთება გაქვთ, არ დაუშვებთ არასდროს, რომ საქართველომ მისი საუკეთესო მომავალი დაკარგოს

ახლა მხილების დრო კი არ არის, ცვლილების დროა. ამიტომ, ჩვენ ყველა და თქვენ პირველ რიგში, ვისაც სულისკვეთება გაქვთ, არ დაუშვებთ არასდროს იმას, რომ საქართველომ მისი საუკეთესო მომავალი დაკარგოს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ახლა ერთიანობაა საჭირო.

"როცა ჩვენ, 2 წლის წინ, გამოგვიცხადეს რუსეთის სურვილი, საქართველოს ევროინტეგრაციის გზა შეჩერებულიყო, ძალიან კარგად მესმის ამ განცხადების მოსმენისას ჩემი და თქვენი სიმძიმე, მაგრამ ამავე დროს, იმ 28 ნოემბერს, ჩვენ, ყველამ ერთად, ქართული საზოგადოების დიდმა ნაწილმა განვაცხადეთ, რომ ეს გზა არ გაჩერდებოდა, ეს არ შეჩერდებოდა და ამ მომავალს ჩვენ ვერავინ წაგვართმევს, ვისი ნებაც არ უნდა იყოს ეს. უმძიმესი 2 წელი გავიარეთ უპირველეს ყოვლისა, უმძიმესი იყო პოლიტიკური პატიმრებისთვის, მათი ოჯახებისთვის, ძალიან ბევრი ადამიანური ტრაგედია მოხდა, ფინანსური პრობლემები, რეპრესიები, მაგრამ ამ სულისკვეთების გაჩერება არ შეიძლება, ეს არ მოხდება, რადგან ეს არის ძალიან ბევრი თაობის ნატვრა, ძალიან ბევრი მსხვერპლია გაღებული იმისათვის, რომ საქართველო თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა იყოს. დღევანდელი მმართველები, ის პარტია, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, სათავეშია, ბოლომდე ცდილობს თავისი ხელისუფლება გაიხანგრძლივოს. სიყალბეში, ტყუილში ცხოვრება ხალხს აღარ უნდა. შეიძლება ცოტა ხალხი დიდი ხანი მოატყუო, ბევრი - ცოტა ხანი, მაგრამ ყველას ყოველთვის ვერ მოატყუებ, ეს ეტაპი არის ახლა, ეს დრო მოვიდა ახლა, ტყუილები აღარ ჭრის. როცა გვეუბნებიან, რომ ჩვენ სამართლიან ქვეყანაში ვცხოვრობთ, ბევრი უსამართლობაა, როცა გვეუბნებიან, რომ კორუფცია არ არის, უამრავი სამარცხვინო კორუფციული ამბავია და სწორედ მათი თანამებრძოლები ციხეში არიან. როცა გვეუბნებიან, რომ რუსეთთან მოთმინება, თავის დახრა ტერიტორიულ მთლიანობას ან თავისუფლებას მოიტანს ჩვენს ქვეყანაში, ეს ხომ არ არის სიმართლე, ამას ხომ ყველა ხვდება? ასევე, როცა ევროპას ლანძღავენ და თან გვეუბნებიან, რომ ევროინტეგრაციას ასე მივაღწევთ, ეს დიდი ტყუილია და ყველას კარგად გვესმის. ამიტომ, ახლა მხილების დრო კი არ არის, ცვლილების დროა. ამიტომ, ჩვენ ყველა და თქვენ პირველ რიგში, ვისაც სულისკვეთება გაქვთ, არ დაუშვებთ არასდროს იმას, რომ საქართველომ მისი საუკეთესო მომავალი დაკარგოს, ამიტომ გვინდა ჩვენ ევროპა, გვინდა დემოკრატია, როგორიც არის ევროპაში და საქართველო არის ევროპა, საქართველო გაიმარჯვებს“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები