Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

გიგი უგულავა 3 000 ლარით დააჯარიმეს

სამართალი
1782
Frontnews
გიგი უგულავა 3 000 ლარით დააჯარიმეს

გიგი უგულავა 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება თბილის საქალაქო სასამართლომ  მიიღო. 

 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ორი დღის წინ საქალაქო სასამართლოსთან გამართულ აქციაზე დააკავეს. მას ბრალი პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობაში დასდეს.

 

ადვოკატის გიორგი კონდახაშვილის განცხადებით, ბრალი უსაფუძვლოა, რადგან მათ აქვთ უწყვეტი ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, რომ უგულავას კანონდარღვევა არ ჩაუდენია.

 

უგულავამ 2 დღე-ღამე მარნეულის წინასწარი დაკავების იზოლატორში გაატარა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები