Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

გიორგი გახარია - ეს კონსტიტუციური მართლმსაჯულება კი არა, ოპონენტების წინააღმდეგ პოლიტიკური ანგარიშსწორებაა

პოლიტიკა
36
Frontnews
გიორგი გახარია - ეს კონსტიტუციური მართლმსაჯულება კი არა, ოპონენტების წინააღმდეგ პოლიტიკური ანგარიშსწორებაა

საქართველოში საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ მიმდინარე განხილვებმა ამ პროცესის ნამდვილი ბუნება გამოააშკარავა - ეს კონსტიტუციური მართლმსაჯულება კი არა, ოპონენტების წინააღმდეგ პოლიტიკური ანგარიშსწორებაა, - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, სასამართლოზე დასმული კითხვები ნათლად აჩვენებს, რა არის სინამდვილეში ეს პროცესი.

"საქართველოში საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ მიმდინარე განხილვებმა ამ პროცესის ნამდვილი ბუნება გამოააშკარავა - ეს კონსტიტუციური მართლმსაჯულება კი არა, ოპონენტების წინააღმდეგ პოლიტიკური ანგარიშსწორებაა.

გუშინ ჩვენი პარტიის აღმასრულებელი მდივანი, ბერდია სიჭინავა სასამართლოს წინაშე წარდგა და მოსამართლეების შეკითხვებს უპასუხა. ამ შეკითხვების შეუსაბამობა და მათი პოლიტიკური შეფასებების ფორმით დასმა ნათლად აჩვენებს, რა არის სინამდვილეში ეს პროცესი.

მადლობა ბერდიას, რომ თავისი პრინციპული და პროფესიონალური პოზიციით საქართველოს მოქალაქეებს ამ პროცესის აბსურდულობა, ხელოვნურობა და ნამდვილი მიზანი დაანახა", - წერს გიორგი გახარია.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები