Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

გიორგი გველესიანი - გაფუჭებული მოღალატეები სანამ არ მოშორდებიან ქართულ პოლიტიკურ ველს, მანამდე ძალიან რთულია რაიმე სიკეთეზე საუბარი

პოლიტიკა
186
Frontnews
გიორგი გველესიანი - გაფუჭებული მოღალატეები სანამ არ მოშორდებიან ქართულ პოლიტიკურ ველს, მანამდე ძალიან რთულია რაიმე სიკეთეზე საუბარი

იმ კონკრეტულ მომენტში საქართველო, ჩემი აზრით, იდგა ეგზისტენციალური საფრთხის ქვეშ. ერთ მხრივ, იყო არჩევანი ერთ პარტიასა [ქართულ ოცნებას] და მეორე მხრივ, კოლექტიურ, ჩემი აზრით, ქვეყნის მოღალატეებს შორის, - ამის შესახებ ფეხბურთელმა გიორგი გველესიანმა "ჯეო თაიმთან“ ინტერვიუში განაცხადა.

გველესიანის განცხადებით, მანამ სანამ ქართული პოლიტიკური სივრციდან „გაფუჭებული მოღალატეები“ არ გაქრებიან მანამდე რაიმე სიკეთეზე საუბარი ზედმეტია.

"დღესაც საჯაროა ის ჩემი პოსტი. ჯერ კიდევ მაშინ ვსაუბრობდი თუ რა მოაქვს  ფობიებს. ქსენოფობიებს, რუსოფობიებს და ზოგადად სხვადასხვა ფობიებს, არაფერი კარგი, რაც ახლა აქტუალურია  ჩვენს პოლიტიკაში და მაშინდელი აი ეს ძალები მე თავს დამესხნენ, მაგრამ ძალიან გაუჭირდებათ მე რამე მატკინონ იმიტომ, რომ მე მაქვს ჩემი თავდაცვის მექანიზმი, საერთოდ არ მაინტერესებს, მაგით მე ვერაფერს ვერ მატკენენ და მე, რაც არ უნდა იარლიყი მომაკერონ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მმართველ პარტიას მე ყველაფერში ვეთანხმებოდი, ან ვეთანხმები. მაქვს უამრავი შეკითხვა, მაქვს უამრავი ჩემი პრეტენზიები.

თუმცა იმ კონკრეტულ მომენტში საქართველო, ჩემი აზრით, იდგა ეგზისტენციალური საფრთხის ქვეშ.  ერთ მხრივ, იყო არჩევანი ერთ პარტიასა და მეორე მხრივ,  კოლექტიურ, ჩემი აზრით, ქვეყნის მოღალატეებს შორის.  

შესაბამისად,  სხვადასხვა ტიპის მოღალატეები არსებობენ. არსებობენ, მაგალითად,  ყველა პოზაში და ყველა სიტუაციაში გამოჭერილი, გაფუჭებული მოღალატეები, რომლებიც, ჩემი ღრმა რწმენით, სანამ არ მოშორდებიან ქართულ პოლიტიკურ ველს, მანამდე ძალიან რთულია რაიმე სიკეთეზე საუბარი“, - განაცხადა გიორგი გველესიანმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები