Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

გიორგი ჯინჭარაძე ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით შერჩეულ ახალგაზრდებს შეხვდა

საზოგადოება
641
Frontnews
გიორგი ჯინჭარაძე ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით შერჩეულ ახალგაზრდებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიციირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით შერჩეულ ახალგაზრდებს შეხვდა.

მთავრობის თავმჯდომარემ ახალგაზრდებს სტაჟირების პროგრამაში ჩართვა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

"ახალგაზრდების მოზიდვა, მათი პროფესიული განვითარება და ჩვენს სტრუქტურაში ჩართულობა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზანს ემსახურება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული სტაჟირების პროგრამაც.

დარწმუნებული ვარ, სტაჟიორები თავიანთ შესაძლებლობებს საუკეთესოდ გამოავლენენ. ეს გვაძლევს საფუძველს, რომ ჩვენი თანამშრომლობა ამ სამთვიანი პროგრამით არ დასრულდეს და სამომავლოდაც გავაგრძელოთ ურთიერთობა“, – განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატსა და სამინისტროებში 14 ახალგაზრდა დასაქმდა, რომლებიც უწყებების საქმიანობის სპეციფიკას გაეცნობიან და პროფესიულ გამოცდილებას მიიღებენ.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები