Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

გიორგი კახიანი - ჩვენთვის დებატების წარმართვა მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენს მხარეს არის სიმართლე

პოლიტიკა
511
Frontnews
გიორგი კახიანი - ჩვენთვის დებატების წარმართვა მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენს მხარეს არის სიმართლე

ეს არის მნიშვნელოვანი ინიციატივა - ჩვენთვის დებატების წარმართვა მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენს მხარეს არის სიმართლე და დებატი არის იმის შესაძლებლობა, რომ საზოგადოებას სწორი ინფორმაცია მიაწოდო, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა "იმედის" ეთერში განაცხადა.

"დებატები არის შესაძლებლობა, რომ ნებისმიერ მოქალაქეს ჩამოუყალიბდეს თავისი შეხედულებები ნებისმიერ საკითხზე. სამწუხაროა, რომ ბოლო წლებია, დებატების ფორმატი აღარ არსებობს მედიასაშუალებებში, მაგრამ ეს შემთხვევით არ არის, ამასაც თავისი ახსნა აქვს: გარკვეულმა მედიასაშუალებებმა, პოლიტიკურმა ჯგუფებმა იმდენად ტოქსიკური გარემო შექმნეს, რომ იმ ვითარებაში დებატების წარმოებაც კი შეუძლებელი იყო.

ჩვენთვის დებატების წარმართვა მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენს მხარეს არის სიმართლე და დებატი არის იმის შესაძლებლობა, რომ საზოგადოებას სწორი ინფორმაცია მიაწოდო“, - განაცხადა კახიანმა.

გიორგი კახიანი იმედოვნებს, რომ პრემიერის ინიციატივის შემდეგ მედიასაშუალებები ისეთ ფორმატს შექმნიან, სადაც შესაძლებელი იქნება კონსტრუქციული დებატების ჩატარება პოლიტიკურ ჯგუფებს შორის.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები