Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

გიორგი კახიანი - ეკონომიკური სანქცია არ არის მხოლოდ ეკონომიკურ შედეგებზე გათვლილი

პოლიტიკა
64
Frontnews
გიორგი კახიანი - ეკონომიკური სანქცია არ არის მხოლოდ ეკონომიკურ შედეგებზე გათვლილი

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა საკონსტიტუციო სასამართლოში რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისას, ოპოზიციის მიერ საქართველოს ხელისუფლების მისამართით გაჟღერებულ მოთხოვნებზე ისაუბრა.

კახიანი შეეხო რუსეთის ფედერაციისთვის ფინანსური სანქციების დაწესების მოთხოვნას, რა დროსაც აღნიშნა, რომ ეკონომიკური სანქცია „იმ ვითარებაში აღქმული იქნებოდა, როგორც პოლიტიკური აქტი“.

მისივე თქმით, ხელისუფლებას მიზანმიმართულად სთხოვდნენ ისეთი ქმედებების განხორციელებას, რომელიც საფრთხის შემცველი იქნებოდა ტერიტორიული მთლიანობისთვის და დამოუკიდებლობისთვის.

„რეალურად ეკონომიკური სანქციის დაწესება, გარდა იმისა, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით დამაზიანებელი იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის, ეკონომიკური სანქცია, რა თქმა უნდა, იმ ვითარებაში იქნებოდა აღქმული როგორც პოლიტიკური აქტი. და ესეც არის. ეკონომიკური სანქცია არ არის მხოლოდ ეკონომიკურ შედეგებზე გათვლილი. ამ ვითარებაში, როდესაც ომი მიმდინარეობს რუსეთ-უკრაინის ომი, როდესაც შენს ტერიტორიაზე განლაგებული არის ოკუპანტის ჯარი და 40 კილომეტრში დედაქალაქიდან არის განთავსებული რუსეთის შეიარაღებული ჯარები, ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში ასეთი პოლიტიკური აქტი, და არა მხოლოდ აქტი, აქ საუბარი იყო მოხალისეების დაორგანიზებაზე და იქ გაგზავნაზე, ეს ყველაფერი აუცილებლად გამოიწვევდა მდგომარეობის ესკალაციას. ეს ყველაფერი მიზანმიმართულად ხდებოდა. 

წარსულის გამოცდილების გათვალისწინებით, ეს რომ არ სცოდნოდათ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს, ვინც ამას მხარს უჭერდა, ეს წარმოუდგენელი არის, ხომ? ძალიან მძიმე წარსულის გამოცდილება გვაქვს ყველაფრის ამის. ისინი ხელისუფლებას მიზანმიმართულად  სთხოვდნენ ისეთი ქმედებების განხორციელებას, რომელიც საფრთხის შემცველი იქნებოდა ტერიტორიული მთლიანობისთვის და დამოუკიდებლობისთვის. აი, ამაზე არის საუბარი. და ეს მხოლოდ ეკონომიკური სანქციების დადგენაზე არ არის, აქ არის უფრო სხვა მიზანმიმართულ ქმედებებზე. მოთხოვნები მხოლოდ მოთხოვნები ხომ არ იყო, ეს მოთხოვნები გამოიხატებოდა საპროტესტო აქციებში და ზეწოლაზე ხელისუფლებაზე, რომ ასეთი ნაბიჯები გადადგმულიყო, რომელიც იქნებოდა მძიმე შედეგის მომტანი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის და დამოუკიდებლობისთვის“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები