Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

გიორგი რეხვიაშვილი - საქმეში არ გვაქვს არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ალეკო ელისაშვილმა რამე დანაშაული ჩაიდინა

სამართალი
330
Frontnews
გიორგი რეხვიაშვილი - საქმეში არ გვაქვს არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ალეკო ელისაშვილმა რამე დანაშაული ჩაიდინა

თბილისის საქალაქო სასამართლოში “მოქალაქეების” ლიდერის ალეკო ელისაშვილის პროცესი მომდინარეობს.

სხდომას ესწრება ალეკო ელისაშვილიც. მას პოლიციელის შეურაცხყოფა ედება ბრალად.

ადვოკატის გიორგი რეხვიაშვილის განცხადებით, საქმეში ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ დევს.

“საქმეში არ გვაქვს არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ალეკო ელისაშვილმა რამე დანაშაული ჩაიდინა. მოგეხსენებათ, რომ თვითონაც აღიარებს, არაკაცი უწოდა იმ პოლიციელს, რომელიც თვითონ ელისაშვილმა ამხილა, როგორც არაადამიანურ მოპყრობაში, ისე წამებაში. ეს მიმართავდა პროკურორს და მოსამართლეს, რომ ეს არის ის არაკაცი, რომელმაც მე მომაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, ჰქონდა წამებას ადგილი, მრავალი საათს განმავლობაში, ხელბორკილები ედო, რომელიც იყო მჭიდროდ მოჭერილი და სისხლი სდიოდა, თუმცა, არ მოახდინა მისი მოხსნა, არც წყალი დაალევინა, ანუ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი. თუმცა, გამოძიებამ ყველაფერი გადადო გვერდით და მხოლოდ ეს სიტყვა - არაკაცი ამოსწია საქმიდან” , - განაცხადა გიორგი რეხვიაშვილმა.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები