Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

გიორგი რეხვიაშვილი - საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, იხილონ, თუ როგორ მიმდინარეობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ დევნა პოლიტიკური ნიშნით

სამართალი
73
Frontnews
გიორგი რეხვიაშვილი - საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, იხილონ, თუ როგორ მიმდინარეობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ დევნა პოლიტიკური ნიშნით

ჩვენ მივმართავთ სასამართლოს და პროკურატურას, რომ დაუყოვნებლივ განახლდეს აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის მტკიცებულებათა მოკვლევა, ვინაიდან, საზოგადოებამ დაინახოს, რომ საქმეში არ არის არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადგენს ალეკო ელისაშვილის დანაშაულს, - ამის შესახებ "მოქალაქეების" ლიდერის ალეკო ელისაშვილის ადვოკატმა გიორგი რეხვიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოებამ უნდა იხილოს, თუ როგორ დევნიან პოლიტიკური ნიშნით ალეკო ელისაშვილს.

"ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე ტერორიზმის მუხლით - ე.წ. ძაღლების საქმე. ჩვენ უკვე უნდა დაგვეწყო მტკიცებულებათა გამოკვლევა, მაგრამ ვინაიდან, საქმეში არ არის არცერთი მტკიცებულება, სასამართლომ გადადო აღნიშნული საქმე განუსაზღვრელი დროით.

ჩვენ მივმართავთ სასამართლოს და პროკურატურას, რომ დაუყოვნებლივ განახლდეს აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის მტკიცებულებათა მოკვლევა, ვინაიდან, საზოგადოებამ დაინახოს, რომ საქმეში არ არის არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადგენს ალეკო ელისაშვილის დანაშაულს და იმას, საერთოდ იმყოფებოდა თუ არა ალეკო ელისაშვილი კონკრეტულ ადგილზე. საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, იხილონ, თუ როგორ მიმდინარეობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ დევნა პოლიტიკური ნიშნით", - განაცხადა გიორგი რეხვიაშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები