Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

გიორგი სააკაშვილი – გადავდოთ პოლიტიკური შეხედულებები, დაგვიდექით გვერდით და გადავარჩინოთ ადამიანის სიცოცხლე!

პოლიტიკა
606
Frontnews
გიორგი სააკაშვილი – გადავდოთ პოლიტიკური შეხედულებები, დაგვიდექით გვერდით და გადავარჩინოთ ადამიანის სიცოცხლე!

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ძმა გიორგი სააკაშვილი საზოგადოებას მიმართავს.

 

“ძვირფასო საზოგადოების წევრებო, მოგმართავთ ყველას! გადავდოთ პოლიტიკური შეხედულებები, დაგვიდექით გვერდით და გადავარჩინოთ ადამიანის სიცოცხლე! მიშა აუცილებლად დაიღუპება თუ არ მიეცემა დროული მკურნალობა საზღვარგარეთ. 

 

მე, იმედს ვიტოვებ სასამართლო მიიღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას და აგვარიდებს პრეზიდენტის სამარცხვინოდ სიკვდილს!”, – წერს გიორგი სააკაშვილი. 

 

13:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის პარალელურად აქციაა დაგეგმილი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები