Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

გიორგი ტუმასიანი - მივიღე ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული გადაწყვეტილება, ცხოვრების ამ ეტაპზე გადავედი ერევანში საცხოვრებლად

პოლიტიკა
174
Frontnews
გიორგი ტუმასიანი - მივიღე ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული გადაწყვეტილება, ცხოვრების ამ ეტაპზე გადავედი ერევანში საცხოვრებლად

მივიღე ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული გადაწყვეტილება, ცხოვრების ამ ეტაპზე გადავედი ერევანში, სომხეთში საცხოვრებლად, - ამის შესახებ გიორგი ტუმასიანი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს გამარჯვებას.

"ძვირფასო მეგობრებო, მივიღე ჩემს აქამდე ცხოვრებაში ყველაზე რთული გადაწყვეტილება. რამდენად რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, არ და ვერ აღვწერ. ცხოვრების ამ ეტაპზე გადავედი ერევანში, სომხეთში საცხოვრებლად.

მე არ დამიტოვებია სამშობლო და ჩვენი ბრძოლა არც მაშინ როდესაც 4 ჯერ გამასამართლეს, არც მაშინ როდესაც პირადად მემუქრებოდნენ, არც მაშინ როდესაც ჩემს სახლზე მოხდა თავდასხმა და პირადი მუქარები ჩემს მიმართ საჯარო საქმიანობის გამო.

რიგი მიზეზების გამო არ დავიწყებ საჯაროდ ახსნას, მაგრამ ჩემი ეს გადაწყვეტილება, ჩემი გათვლით და ღრმა რწმენით, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს გამარჯვებას!

ზუსტად იმავე ფასეულობების ქართველ სომეხად ვრჩები როგორიც ვიყავი ყოველთვის და როგორსაც მიცნობთ.

საქართველოს და ქართველ ერს ჩემი სახით ჰყავს სომხეთში ყველაზე ერთგული თანამემამულე. ჩვენს სამშობლოს გაუმარჯოს!", - წერს გიორგი ტუმასიანი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები