Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

გიული ალასანია – წონა აქვს უკვე 58 კგ, არის მოწამლული და ვერ ჭამს იმ კალორიებს, რომელსაც ესენი ითხოვენ

პოლიტიკა
1255
Frontnews
გიული ალასანია – წონა აქვს უკვე 58 კგ, არის მოწამლული და ვერ ჭამს იმ კალორიებს, რომელსაც ესენი ითხოვენ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი 58 კგ-ს იწონის.

 

“რამდენადაც ვიცი, შესთავაზეს ელენე გიორგაძეს მოსვლა, ეს ის ქალბატონია, რომელიც ხელმძღვანელობდა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მის კვებას, რეფიდინგს, რომელიც ყველამ დაიწუნა და ჩათვალეს, რომ ერთ-ერთი მისი აი, ასეთი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზი იყო სწორედ ეს რეფიდინგი, რომელიც ჩაუტარდა იქ. და ამიტომ არის ეს უარი. 

 

წონა აქვს უკვე 58 კგ, ადამიანი არის მოწამლული და ვერ ჭამს იმ კალორიებს, 1500-ს, რომელსაც ესენი ითხოვენ”, – განაცხადა ალასანიამ.

 

“ვივამედის” კლინიკური დირექტორის ზურაბ ჩხაიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის წონა 64 კგ-ია.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები