Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

გივი მიქანაძე ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) აკადემიის დირექტორს შეხვდა

პოლიტიკა
468
Frontnews
გივი მიქანაძე ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) აკადემიის დირექტორს შეხვდა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, საქპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძესთან ერთად, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) აკადემიის დირექტორ ჰონგბინგ ჩენს შეხვდა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა განათლების, კვლევისა და ინოვაციის ერთიანი სისტემის განვითარების საქმეში ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ცნობადობის ამაღლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ერთობლივი ინიციატივების განხორციელებაზე იმსჯელეს.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერების მზაობა გამოხატეს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები