Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

გივი მიქანაძე ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთში გაემგზავრა

პოლიტიკა
179
Frontnews
გივი მიქანაძე ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთში გაემგზავრა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთში გაემგზავრა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, გივი მიქანაძე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილე ბატირ მამედოვთან და განათლების მინისტრ ჯუმამირატ გურბანგელდიევთან.

ვიზიტის ფარგლებში მინისტრი მონაწილეობას მიიღებს თურქმენეთის სახელმწიფო არქიტექტურისა და სამოქალაქო ინჟინერიის ინსტიტუტის გახსნის ცერემონიაში. გივი მიქანაძე, დელეგაციის წარმომადგენლებთან ერთად, ასევე ესტუმრება იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც საქართველოს უნივერსიტეტებთან თანამშრომლობენ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები