Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

გივი მიქანაძემ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცა

საზოგადოება
555
Frontnews
გივი მიქანაძემ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

გამოსაშვები ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძეს და მის მოადგილე ზვიად გაბისონიას უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭათ. შესაბამისი ჯილდოები მათ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ვახტანგ თაქთაქიძემ გადასცა.

ღონისძიების დასასრულს, გივი მიქანაძემ  წარჩინებულ სტუდენტებს სიგელები გადასცა.

კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება ასევე მიულოცეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს 2026 წელს 18 საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში 321 კურსდამთავრებული ჰყავს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები