Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

გივი თარგამაძე - ახალგაზრდების სიცოცხლისთვის გამოვიდეთ ქუჩაში 28 ნოემბერს

პოლიტიკა
73
Frontnews
გივი თარგამაძე - ახალგაზრდების სიცოცხლისთვის გამოვიდეთ ქუჩაში 28 ნოემბერს

კვლევებით, თაღლითურ „ქოლცენტრებში“ დასაქმებულია 30 ათასი ახალგაზრდა, ხელისუფლება არა მხოლოდ იცილებს პასუხისმგებლობას, თავადაა ამ დამღუპველი კონგლომერატების სათავეში, ახალგაზრდების სიცოცხლისთვის გამოვიდეთ ქუჩაში 28 ნოემბერს,  - ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გივი თარგამაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ეს ახალგაზრდები თავად არიან სისტემის მძევლები.

"კვლევების თანახმად საქართველოში თაღლითურ "ქოლცენტრებში" დასაქმებულია 30 ათასი ახალგაზრდა. ისინი მონაწილეობენ ადამიანების ძარცვასა და თვითმკვლელობამდე მიყვანაში;

სოცქსელებში ღია წყაროებში განთავსებული ვიდეოებიდანაც ჩანს, რომ მხოლოდ ერთ, ე.წ. "კაპონეს“ ნარკოტიკების გამავრცელებელ ქსელში კურიერებად დასაქმებულია უამრავი ახალგაზრდა. ისინი მონაწილეობენ საქმიანობაში, რომლის შედეგიც ხშირად ადამიანის სიკვდილია; ეს ახალგაზრდები თავად არიან სისტემის მძევლები და სიცოცხლის საფრთხის წინაშე დგანან, რაზეც, სავარაუდოდ, მეტყველებს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა გასაიდუმლოებული, უზარმაზარი - 500 კაციანი ბაზა;

ახალგაზრდები მონაწილეობენ ქუჩის დაჯგუფებებში, რომლებიც ძალადობენ სხვებზე და საქმეებს არჩევენ ერთმანეთში. ორივე ტიპის მოქმედება ხშირად მთავრდება სიკვდილით; ხელისუფლება არა მხოლოდ იცილებს ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობას, თავადაა ამ დამღუპველი კონგლომერატების სათავეში. ახალგაზრდების სიცოცხლისთვის გამოვიდეთ ქუჩაში 28 ნოემბერს!“, - წერს გივი თარგამაძე.

28 ნოემბერს ოპოზიცია საპროტესტო აქციას გამართავს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები