Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

გივი წულეისკირს 12 წლით, სოფიკო პეტრიაშვილის კი 8 წლით პატიმრობა მიესაჯა

სამართალი
72
Frontnews
გივი წულეისკირს 12 წლით, სოფიკო პეტრიაშვილის კი 8 წლით პატიმრობა მიესაჯა

"სფერო ჰოლდინგის" დამფუძნებელი გივი წულეისკირი და იურისტი სოფიკო პეტრიაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. 

განაჩენი მოსამართლე თამარ მახარობლიძემ გამოიტანა.

მისი გადაწყვეტილებით, "სფერო ჰოლდინგის" დამფუძნებელ გივი წულეისკირს 12 წლით პატიმრობა განესაზღვრა, ხოლო იურისტ სოფიკო პეტრიაშვილს - 8 წლით.

მათ გამოძიება მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლებას ედავებოდა.

პროკურატურის ინფორმაციით, "ბრალდებულთა ქმედებების შედეგად მოქალაქეთათვის მიყენებული ზიანი 12 მილიონ ლარს აღწევს.

აღნიშნულ საქმეზე "სფერო ჰოლდინგის"/"სფერო ინვესტის" დაზარალებულები აქციების დაწყებას აანონსებენ და ირაკლი კობახიძესა და სახელმწიფო სტრუქტურებს მიმართავენ. მათ კომპანიის მხრიდან ზარალი ჯერ კიდევ არ ანაზღაურებიათ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები