Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

გონჩარენკო – აბსოლუტურად დაუჯერებელია, რომ საქართველოს ხელისუფლება ითხოვს უკრაინისგან რაღაცას

პოლიტიკა
641
Frontnews
გონჩარენკო – აბსოლუტურად დაუჯერებელია, რომ საქართველოს ხელისუფლება ითხოვს უკრაინისგან რაღაცას

რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%, უკრაინა ებრძვის რუსეთს და ერთადერთი იმედი საქართველოსთვის საკუთარი ტერიტორიების გათავისუფლებისა გახლავთ უკრაინის გამარჯვება, ამ ვითარებაში კი საქართველოს მთავრობა რაღაცას ითხოვს არა რუსეთისგან, არამედ უკრაინისგან, – ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ განაცხადა.

 

“ჩემი პასუხი ძალიან ნათელია, აბსოლუტურად დაუჯერებელია, რომ საქართველოს ხელისუფლება ითხოვს უკრაინისგან რაღაცას. 

 

რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%, უკრაინა ებრძვის რუსეთს და ერთადერთი იმედი საქართველოსთვის საკუთარი ტერიტორიების გათავისუფლებისა, გახლავთ უკრაინის გამარჯვება და ამ ვითარებაში საქართველოს მთავრობა რაღაცას ითხოვს არა რუსეთისგან, არამედ უკრაინისგან. ეს დაუჯერებელია, ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს ვისთვის მუშაობს რეალურად საქართველოს მთავრობა, ეს არის კრემლი. 

 

მე ვერ გეტყვით, რომ ვიღაცა ამას სერიოზულად აღიქვამს, სიშლეგესთან საქმე გვაქვს. მე პატივს ვცემ ლორთქიფანიძეს და ადეიშვილს და ყველა იმ ქართველს, ვინც იბრძვის უკრაინის არმიაში. ზოგი იცინის ამაზე, ზოგი აცხადებს, რომ ეს არის სიგიჟე, მაგრამ თუ საქართველოს მთავრობას სურს ასეთ ენაზე ილაპარაკოს, ვითხოვთ უკრაინელი მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას. ამას ვითხოვთ ჩვენ საქართველოს ხელისუფლებისგან”, – განაცხადა გონჩარენკომ.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები