Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

გორში ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

სამართალი
108
Frontnews
გორში ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 30 ივლისს, ბრალდებულმა გორში მდებარე ერთ-ერთ კაფე-ბარში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის შედეგად,  ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა ორ პირს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 5 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები