ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
გორში მამაკაცი მატარებლის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა

ავტორი
Front News საქართველო
გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხიდისთავთან, ახალგაზრდა მამაკაცი მატარებლის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, 40 წლამდე მამაკაცი ლიანდაგებზე არაფხიზელ მდგომარეობაში გადადიოდა.
შსს-ს ცნობით, გამოძიება 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.





