Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

გრიგოლ გიორგაძე თავდაცვის ძალების რაგბის ნაკრების ვარჯიშს დაესწრო

საზოგადოება
1761
Frontnews
გრიგოლ გიორგაძე თავდაცვის ძალების რაგბის ნაკრების ვარჯიშს დაესწრო

საქართველოს თავდაცვის ძალების რაგბის ნაკრები საფრანგეთში დაგეგმილ რაგბის სამხედრო მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობისთვის აქტიურად ემზადება. 

 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მარტყოფის საწვრთნელ ბაზაზე სამხედროებითა და რეზერვისტებით დაკომპლექტებული რაგბის გუნდის ვარჯიშს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტი გიორგი გოგოჭური დაესწრნენ. მათ მორაგბეები გაამხნევს და საფრანგეთში წარმატებული ასპარეზობა უსურვეს. 

 

რაგბის სამხედრო მსოფლიო ჩემპიონატი თავდაცვის ძალებს შორის საფრანგეთში 16 აგვისტოს გაიხსნება. გამარჯვებისთვის 12 ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებისგან დაკომპლექტებული გუნდები იასპარეზებენ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები